Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ჟღენტი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ფიჩხისჯვარი (ახლანდ. მზიანი), ოზურგეთის რაიონი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის (ოდესა) სამედიცინო ფაკულტეტი 1914 წელს. 1922–1972წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხოლო 1930 წლიდან სამედიცინო ინსტიტუტის პათანატომიის კათედრის გამგე. დააარსა პათოლოგ ანატომიის კათედრები ზოოვეტერინარულ (1932–1946) და თბილისის ექიმთა დახელოვნების (1935–1947) ინსტიტუტებში, ასევე სასამართლო მედიცინის კათედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1925), რომელსაც თავადვე განაგებდა. 1932–1959წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, 1945 წლიდან – პრორექტორი. შეისწავლიდა ინფექციურ სნეულებებს, ონკოლოგიის, კარდიოანგიოპათოლოგიის, გერონტოლოგიის, ასევე საქართველოში უმაღლესი სამედიცინო განათლებისა და საქართველოს მედიცინის ისტორიის საკითხებს. მან ქართულ ენაზე შეადგინა პათოლოგიური ანატომიის პირველი სახელმძღვანელოები, მანვე დააარსა საქართველოს პათოლოგ ანატომთა სამეცნიერო საზოგადოება (რომელსაც ჟღენტის გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი მიენიჭა). პათოლოგ ანატომიის ფუძემდებელი საქართველოში, 1925 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; პროფესორი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ.,1984.-გვ.263 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |