Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არსენ გვენეტაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1987 წელს. 1984–1987წწ. იყო თერმული დაზიანების რესპუბლიკური ცენტრის ექიმის თანაშემწე; 1987–1988წწ. თბილისის მერვე კლინიკური საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების ინტერნი; 1988–1990წწ. თიანეთის რაისაავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1990 წლიდან ი. ჟორდანიას სახელობის ადამიანის რეპროდუქციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერ–მუშაკია; 1992–1994წწ. მუშაობდა აშშ საერთაშორისო ორგანიზაცია AVSC internacional-ის ექიმ ექსპერტ–კონსულტანტად ლაპაროსკოპული ქირურგიისა და კონტრაცეპციის დარგში; ავტორია 18 სამეცნიერო ნაშრომის; როგორც ლექტორი და ლაპაროსკოპული ქირურგიის პრაქტიკული მასწავლებელი, მონაწილეობდა აზიისა და დსთ ქვეყნებში გამართული 21 საერთაშორისო სემინარის სტაჟირება–მუშაობაში. გინეკოლოგი, ლაპაროსკოპული გინეკოლოგიის სპეციალისტი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ლაპაროსკოპული კონტრაცეპცია და ოჯახის დაგეგმვა", დაიცვა 1994 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.65 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |