The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დიმიტრი შევარდნაძე

დიმიტრი შევარდნაძე
Date of birth:1 December, 1885
Date of death:December, 1937  (at 51 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბახვი, მახარაძის რაიონი.

სწავლობდა მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში 1907-1912წწ; მეცადინეობდა ხოლოშის სახელოსნოში 1912 წელს.

1920-იან წლებში იყო თბილისის რევკომის წარმომადგენელი, თბილისის მუზეუმების დაცვის საქმეში; 1916 წელს მონაწილეობდა ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიის მოხატულობის შესწავლა-რესტავრაციაში; 1917 წელს მისი თაოსნობით "დიდების ტაძარში" მოეწყო ქართული ფრესკის I გამოფენა; 1917 წელს მონაწილეობდა სამხრეთ საქართველოში მოწყობილ ექსპედიციაში; 1918 წელს შექმნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გერბი და ბეჭედი;  1925 წელს შექმნა ქართული შრიფტის გრაფიკული მოხაზულობის ახალი ვარიანტი; ავტორია ფერწერული და გრაფიკული პორტრეტებისა: "ავტოპორტრეტი"(1910), "ქალი ფანჯარასთან საკერავით"(1913), "მოხუცი პროფილში"(1914), "მათემატიკის მასწავლებელი"(1918); მას ეკუთვნის ზ. ფალიაშვილის ოპერის "აბესალომ და ეთერის"(1924), მ. ბალანჩივაძის ოპერის "თამარ ცბიერისა"(1926) და დ. არაყიშვილის ოპერის "თქმულება შოთა რუსთაველზე"(1919) კოსტუმების ესკიზები; პირველი ქართული პანტომიმის "მზეთამზე"(თ. ვახვახიშვილის, 1929) კოსტიუმებისა და ბუტაფორიების ესკიზები; იგი იყო პირველი ქართული მხატვრული ფილმის – "ქრისტინეს"(1916) დამდგმელი მხატვარი, აგრეთვე ფილმებისა: "ვინ არის დამნაშავე?"(1925), "ელისო"(1928), "ჯანყი გურიაში"(1929). დიდია შევარდნაძის დამსახურება ნიკო ფიროსმანაშვილის შესწავლისა და მისი ნამუშევრების სამუზეუმო კოლექციის კუთვნილებად ქცევაში, აგრეთვე ქართული ისტორიული ძეგლების დაცვაში. დიდი მუშაობა გასწია ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმისა და სამხატვრო აკადემიის დაარსებისთვის. განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის XVIII-XIX საუკუნეების ქართული პორტრეტული მხატვრობის ნიმუშების, სურათების გამოფენა-თავმოყრა-შესწავლა-პოპულარიზაციაში. 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი, რეაბილიტირებული 1956 წელს. 2012 წელს დიმიტრი შევარდნაძის სახელი საქართველოს ეროვნული გალერეას დაერქვა. ფერმწერი, თეატრისა და კინოს მხატვარი, საზოგადო მოღვაწე, ეროვნული სამხატვრო გალერეის ფუძემდებელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10.-თბ., 1986.-გვ.702

Member of Organizations

  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, ნამდვილი წევრი (1911-)
  • ქართველ ხელოვანთა საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • ქართული სასტამბო შრიფტის გარდაქმნის პროექტზე მომუშავე ჯგუფი, წევრი

Bibliography


Share: