The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ გოგიძე

თეიმურაზ გოგიძე
Date of birth:28 July, 1952  (71 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ქალაქ იაროსლავის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1979 წელს.

1979-1980წწ. ქ. თბილისში გაიარა ინტერნატურა ბავშვთა ქირურგიაში; 1982-1987წწ. იყო თბილისის ბავშვთა N1 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ქირურგი; 1980–1982წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი (ქ. მოსკოვის N 9 ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე); 1983 წლიდან ანტირაბიული სამსახურის ხელმძღვანელი; 1987 წლიდან თბილისის ბავშვთა მე–2 კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ორდინატორი, ანტირაბიული ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი; 1992 წელს თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ბაზაზე გაიარა კვალიფიკაციის კურსი ტრავმატოლოგიასა და ორთოპედიაში; 1993 წელს მიენიჭა ბავშვთა ქირურგის უმაღლესი კატეგორია (მოწმობა N 2049- 11.05.1993წ.); 1995 წელს დაიცვა დისერტაცია ქირურგიაში; 1995 - ქ. თბილისის მთავარი რაბიოლოგი; 1995 წელს საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობით მის მიერ შედგენილ იქნა ანტირაბიული სამსახურის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც საფუძვლად დაედო მოსახლეობის ანტირაბიული სამედიცინო დახმარების პროგრამას; 1996 - რესპუბლიკის მთავარი რაბიოლოგი, ექსპერტი; 1996 - ქ. თბილისის N2 ბავშვთა მრავალპროფილური საავადმყოფოს ბაზაზე შექმნილი ანტირაბიული სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი (ჯანდაცვის მინისტრის N544/ო ბრძანება - 18.11.1996); 1997 წელს მის მიერ საქართველოში ძველი ტიპის ვაქცინაციის ნაცვლად დაინერგა ახალი ტიპის 5 ინიექციანი ვაქცინაცია; 1999 წელს შეადგინა პირველი ქართულ ენოვანი "ანტირაბიული ქირურგიული დახმარებისა და აცრების ბარათი", რომელიც დაინერგა ქვეყნის ქირურგ-რაბიოლოგთა პრაქტიკაში (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N045 ა/ს); 2000 - თსსუ პროფესიული რეაბილიტაციის პროგრამის ხელმძღვანელი ( სახელმწიფო აკრედიტაციის N 2008105); 2001წ. ერთ ერთი შემდგენელია სასერთიფიკაციო ტესტ-კითხვარისა სპეციალობაში "ბავშვთა ქირურგია". 2002 - ქირურგიის კათედრის რაბიოლოგიის ციკლის დოცენტი; 2007 - საქართველოს ხარისხის მართვის უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ქირურგიის მიმართულების სრული პროფესორი; ავტორია 22 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება ბავშვთა ქირურგიის, ტრავმატოლოგიის და ნაკბენი ჭრილობის მკურნალობის ქირურგიულ ასპექტებს; მონაწილეობა აქვს მიღებული: ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში; 2007წ. მის მიერ შედგენილი იქნა "ცოფთან  ბრძოლის კონცეფციის" სტრატეგიის განმსაზღვრელი დოკუმენტი საქართველოს პარლამენტისათვის; 2009 წელს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარადგინა ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2010 წლის საფონდო პრემიაზე და იმავე წელს დაფიქსირდა ნომინანტად ჟენევაში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის Dr LEE Jong-wook Memorial Prize for Public Health-ის პრემიაზე. 2011 წელს თბილისის შპს N 5 კლინიკური საავადმყოფოს ბაზაზე ჩამოაყალიბა და დაინიშნა ანტირაბიული ქირურგიული სამსახურის უფროსად; 2012 - მის მიერ შედგენილ იქნა დაზარალებულთათვის ანტირაბიული ვაქცინაციის ბარათი (სამახსოვრო-რეკომენდაცია); 2014 - საქართველოს მთავრობის 14 აპრილის N690 განკარგულების საფუძველზე შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ანტირაბიული სამედიცინო დახმარების კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციის (ჰაიდლაინის) რეცენზენტი; 2015 - ავადმყოფის (დაზარალებულის) ვერსიის - "საქართველო ცოფის გარეშე" შემდგენელი; დამოუკიდებელ საქართველოში პირველად უკვე 3 წელია (2015,2016,2017წწ) ადამიანებში ცოფის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ დიდ მიღწევაში  ჯანდაცვის სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად უდიდესი როლი ითამაშა თეიმურაზ გოგიძის მიერ შედგენილმა და მთელ ქვეყანაში წარმატებით ამუშავებულმა მოსახლეობის ანტირაბიული სამედიცინო დახმარების სახელმწიფო პროგრამამ; 2018 წელს მის მიერ მოზრდილთა და ბავშვთა წამყვანი ანტირაბიული სამსახურების N5 კლინიკურ საავადმყოფოსა და თსსუ გივი ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ბაზებზე შედგენილ იქნა ანტირაბიული ვაქცინაციის ბარათი ახალი რედაქციით, რომელიც დააინერგა ქვეყნის რაბიოლოგიურ სამსახურში. მედიცინის აკადემიური დოქტორი, პროფესორი.

დისერტაციის თემა - "მიკროქირურგიული ენტერო–ენტეროანასტომოზი და მისი მორფოლოგიურ–ფუნქციური შეფასება", (14.00.27-ქირურგია) დაიცვა 1995 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.73; ცოფი, მისი პრევენცია და ნაკბენი ჭრილობების ქირურგიული მკურნალობა : მონოგრაფია.-თბ.,.- 2010.- გვ. 275; თბილისიენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.296

Member of Organizations

  • საქართველოს ანტირაბიული საზოგადოება, თავმჯდომარე (1994-)
  • საქართველოს ექიმთა ასოციაციის 9 აპრილის კომიტეტი, თავმჯდომარე (1990-)
  • საქართველოს რაბიოლოგთა ასოციაცია, პრეზიდენტი (2000-)
  • საქართველოს სამხედრო-სამედიცინო აკადემია, ნამდვილი წევრი - აკადემიკოსი (1997-)

Bibliography

Contacts Information

  • Phone:599-51-81-36

Share: