The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რეზო ჩხეიძე

რეზო ჩხეიძე
Legal name:რევაზ ჩხეიძე
Date of birth:8 December, 1926
Date of death:3 May, 2015  (at 88 years)
Burial location:დიდუბის პანთეონი, თბილისი
Category:Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

სწავლობდა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში 1943-1946წწ; დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი 1953 წელს.

1953-1954 წწ. რეჟისორ თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო კინონარკვევები: "ჩვენი სასახლე", "ქართული ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი" და მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა" (1955). 1963-1973 წწ. იყო ტელეფილმების სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1973-2006 წწ. კინოსტუდია "ქართული ფილმის" გენერალური დირექტორი; 1974 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის პედაგოგი, პროფესორი, კინო ფაკულტეტის კათედრის გამგე; გადაიღო მხატვრული ფილმები: "ჩვენი ეზო" (1956), "მაია წყნეთელი"(1959), "განძი" (1961), "ზღვის ბილიკი"(1962), "ჯარისკაცის მამა" (1964), "ღიმილის ბიჭები" (1969), "ნერგები" (1972), "მშობლიურო ჩემო მიწავ!" (1980). მიღებული აქვს ედინბურგის X საერთაშორისო კინოფესტივალის I პრემია, ფილმისთვის "მაგდანას ლურჯა" (1956); კანის IX საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზი - "ოქროს რტო", "მაგდანას ლურჯა" (1956); მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალის ოქროს მედალი, I პრემია, დიპლომი, ფილმისთვის "ჩვენი ეზო" (1957); დელის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის "განძი" (1961); რომის II საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა" (1965); სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა" (1965); კორკშის (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა" (1965); სან-ფრანცისკოს საერთაშორისო კინოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ჯარისკაცის მამა" (1965); მოსკოვის საერთაშორისო კონოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ნერგები" (1973); ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალის დიპლომი, ფილმისთვის "ნერგები" (1973); ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალის მთავარი პრიზი, დიპლომი (1981); საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო წმინდა გიორგის ოქროს ორდენი, ქართულ კინო ხელოვნებაში დიდი წვლილისა და მაღალი სულიერი და ზნეობრივი ღირებულებების დამკვიდრებისთვის (2013). ცნობილი მწერლის დავით ჩხეიძის (ლიტ. ფსევდონიმი დია ჩიანელი) შვილი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ.175; burusi.wordpress.comწიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.297; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.444

Member of Organizations

  • საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი, მდივანი (1963-1981)
  • სსრკ უმაღლესი საბჭოს IX-XI მოწვევა, დეპუტატი
  • ქართული ერთობის დარბაზი, დამფუძნებელი და თავმჯდომარე (2014-2015)
  • ყოველთა ქართველთა მსოფლიო კონგრესი, პრეზიდენტი (1992-)

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული კინოხელოვნების განვითარებაშიშეტანილი დიდი წვლილისა და აქტიური საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1986 - ლენინური პრემია, ფილმისთვის "მშობლიურო ჩემო მიწავ!"
  • 1980 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1970 - საქართველოს კომკავშირის პრემია
  • წმინდა გიორგის ოქროს ორდენი (საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდო)
  • ლენინის ორდენი

Bibliography


Share: