The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე ცაგარელი

ალექსანდრე ცაგარელი
Date of birth:27 November, 1844
Date of death:12 November, 1929  (at 84 years)
Burial location:მთაწმინდის პანთეონი, თბილისი
Category:Historian, Scientist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: კასპის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1856 წელს; სწავლობდა პეტერბურგის სამედიცინო აკადემიაში 1867 წლიდან, მაგრამ მალე პეტერბურგის ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე გადავიდა; აგრეთვე სწავლობდა გერმანიაში 1868 წელს და ავსტრიაში - ვენაში.

1871 წლიდან განაგებდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრას; 1874-1875წწ. კითხულობდა ლექციებს საქართველოს ისტორიაში; 1886 წლიდან იყო ამავე უნივერსიტეტის პროფესორი; 1922 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; 70-იანი წლებიდან  აქვეყნებდა წერილებს ქართულ და რუსულ პრესაში ქართული მწერლობის საკითხებზე; 1870 წელს გაზეთ "დროებაში" გამოაქვეყნა წერილი "ჩვენი უბედური მწიგნობრობა ამ საუკუნეში"; ახალგაზრდობიდანვე დაიწყო ქართულ ხელნაწერთა შეგროვება, აღწერა და შესწავლა; 1883 წელს იგი გაემგზავრა საზღვარგარეთ, გაეცნო ათონის მთის, სინას მთის, პალესტინის ქართულ მწიგნობრულ კერებს და მიღებული შედეგები 1880-1894წწ. გამოაქვეყნა; 1888 წელს რუსულ ენაზე დაიბეჭდა მისი ნაშრომი "ქართულ სიძველეთა ძეგლები წმინდა მიწასა და სინაზე"; 1877-1878წწ. მეგრულ ენაზე სამუშაოდ მივლინებისას, სოფელ გორდში, დადიანების რეზიდენციაში გაეცნო სამეგრელოს მთავრის ხელნაწერთა კოლექციას და აღწერა იგი; მან აღწერა აგრეთვე იოანე ბატონიშვილის კოლექცია, რომელიც 1880 წელს შეიძინა პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკამ; 1882 წელს კი შეისწავლა და აღწერა პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში არსებული 36 ქართული ხელნაწერი; 1881 წელს შეისწავლა მოსკოვში საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარ არქივში დაცული რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ამსახველი მასალები და 1768-1770წწ. ურთიერთობის გადმომცემი 83 საბუთი გააცნო რუსეთის არქეოლოგთა V ყრილობას თბილისში; მოპოვებული მასალის შესახებ 1883 წელს გამოკვლევა დაბეჭდა სახალხო განათლების სამინისტროს ჟურნალში, საბოლოოდ კი 1890-1902წწ. რამდენიმე ტომად გამოაქვეყნა; 1878 წელს გამოსცა შანშოვანის ქართული გრამატიკა; რუსულ ენაზე თარგმნა ს.ს. ორბელიანის "სიბრძნე სიცრუისა"; ავტორია ენათმეცნიერული ნაშრომებისა: "კავკასიურ ენათა იბერიული ჯგუფის მორფოლოგიის შედარებითი მიმოხილვა"(1872 წ.), "ქართული ენის გრამატიკული ლიტერატურის შესახებ"(1873 წ.), "მეგრული ეტიუდები"(ორ ტომად, 1880წ); მისი აღწერილობანი მოიცავს 1194 ერთეულს, რომელთაგანაც 946 ხელნაწერია, 162 ძველი ნაბეჭდი წიგნი და 76 წარწერიანი ნივთი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.11.-თბ., 1987.-გვ.182; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.108

Bibliography


Share: