Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ გორდელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948–1951წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასპირანტი; 1951–1954წწ. ლაბორანტი; 1954–1961წწ. ასისტენტი; 1961–1971წწ. დოცენტი; 1971–1978წწ. კათედრის პროფესორი; 1978–1998წწ. სამედიცინო ინსტიტუტის სასამართლო მედიცინის კათედრის გამგე; 2007 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის სასამართლო მედიცინის მიმართულების პროფესორი. 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რამდენიმე მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორია პათოლოგიურ ანატომიასა და სასამართლო მედიცინაში; მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო დისერტაციები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიმსივნეების და მათ ირგვლივ მყოფ ქსოვილების ინერვაციის საკითხისათვის", დაიცვა 1953 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ძუძუმწოვარი ცხოველების პოლიომის შტამი 2510–6 By ვირუსის განვითარებული სიმსივნეების პათოლოგიური ანატომია", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.79; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |