შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეიმურაზ გორდელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1948–1951წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის ასპირანტი; 1951–1954წწ. ლაბორანტი; 1954–1961წწ. ასისტენტი; 1961–1971წწ. დოცენტი; 1971–1978წწ. კათედრის პროფესორი; 1978–1998წწ. სამედიცინო ინსტიტუტის სასამართლო მედიცინის კათედრის გამგე; 2007 წლიდან იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის პათოლოგიის დეპარტამენტის სასამართლო მედიცინის მიმართულების პროფესორი. 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, რამდენიმე მონოგრაფიის და სახელმძღვანელოს ავტორია პათოლოგიურ ანატომიასა და სასამართლო მედიცინაში; მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო დისერტაციები. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიმსივნეების და მათ ირგვლივ მყოფ ქსოვილების ინერვაციის საკითხისათვის", დაიცვა 1953 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ძუძუმწოვარი ცხოველების პოლიომის შტამი 2510–6 By ვირუსის განვითარებული სიმსივნეების პათოლოგიური ანატომია", დაიცვა 1970 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.79; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.77 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |