The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურმან ცეცხლაძე

მურმან ცეცხლაძე
Other name:ალივაკელი  (Pseudonym)
Date of birth:10 August, 1957  (66 years)
Category:Economist, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჩაო, ხულოს რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომექანიკური ფაკულტეტი და ამავე ინსტიტუტის საზოგადოებრივ პროფესიათა ფაკულტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1979 წელს. 

1979-1995წწ. მუშაობდა ავტოკოლონა 2655-ში მექანიკოსად, უფროს ინჟინრად, უფროს ეკონომისტად, მთავარ ბუღალტრად. 1992 წლიდან შეთავსებით, 1996 წლიდან კი მუშაობს ბათუმის შოთა რუსთაველის  სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლად, უფროს მასწავლებლად, 2000 წლიდან დოცენტად, 2006 წლიდან კი ასოცირებულ პროფესორად.  2001-2003წწ., 2007-2011წწ. შეთავსებით მუშაობდა ბათუმის საზღვაო აკადემიაში ჯერ დოცენტად, შემდეგ მოწვეულ დოქტორად. 2006-2007წწ. შპს "მერკურის", ხოლო 2007-2009წწ. შპს "ოცნების" ფინანსურ მენეჯერად; 1976 წლიდან სისტემატურად აქვეყნებს საქართველოს სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში: "ლიტერატურული საქართველო", "საუნჯე", "ცისკარი", "განთიადი", "ჭოროხი", "ლიტერატურული აჭარა", "ნობათი", "აჭარა", "რტონი", "აღორძინება", "კახაბერი" მხატვრულ ნაწარმოებებს, სამეურნეო და საზოგადოებრივი ხასიათის წერილებს, მხატვრულ თარგმანებს.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.121

Bibliography


Share: