The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჟუჟუნა შაინიძე

ჟუჟუნა შაინიძე
Date of birth:3 October, 1959  (64 years)
Category:Poet, Journalist, Philologist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რაქვთა, ხულოს რაიონი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი 1984 წელს.

1979 წლიდან  პერიოდულად იბეჭდება სხვადასხვა გამოცემებში: "ლიტერატურული საქართველო", "ცისკარი",  "განთიადი", "ჩვენი მწერლობა", "ენიგმა", "ენა და კულტურა" და სხვ. ავტორია ლექსთა კრებულებისა: "ლურჯი ბალახი" (1989), "მე და შენ" (1993), "კრიალოსანი" (1997), "იების მთვარე" (2000), "მზებუდობა" (2000), "უკვდავების ყვავილი" (რომანი, მოთხრობები, ლიტერატურულ-კრიტიკული წერილები, 2004), "გრამატიკა თევზებისათვის" (2014), "ვინ-მე-არა-ვინ" (2019). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ ენაზე. ავტორია ოცზე მეტი სამეცნიერო სტატიისა, არის 4 პოეტური კრებულის ავტორი და ათზე მეტი გამოცემის თანაავტორი. მისი ლექსები შეტანილია უახლესი ქართული პოეზიის ანთოლოგიაში. რამდენიმე მათგანზე შექმნილია სიმღერები. 1992-1993წწ. გამოცემული აქვს არაერთი წიგნი, მათ შორის მეტად საინტერესო მონოგრაფიები: "ყველაფერი და არაფერი" (პოეტ ზურაბ გორგილაძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი, 2016) და "იმ დიდი სახლის მახსოვს ასული" (მხატვრულ - დოკუმენტური მატიანე, 2011). სხვადასხვა დროს მუშაობდა: ხელვაჩაურის რაიკოოპერატივში სხვადასხვა თანამდებობაზე; ხელვაჩაურის რაიონის პიონერთა სახლის მეთოდისტად და სხვადასხვა წრის ხელმძღვანელად; ხელვაჩაურის რაიონული გაზეთის რედაქციაში კორესპონდენტად; იყო ახალგაზრდა მწერალთა ორგანიზაცია "ანაშხალის" პრეზიდენტი და ამავე სახელწოდების გაზეთის მთავარი რედაქტორი; ხელვაჩაურის სამედიცინო სასწავლებლის მთავარი სპეციალისტი და ქართული ენის მასწავლებელი, საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციის კონსულტანტი, ბათუმის ერთაშორისი ინსტიტუტის - "მეგობრობის" - ჟურნალისტიკის ფაკულტეტის უფროსი მასწავლებელი; გამომცემლობა "ლაზარეს" მთავარი რედაქტორი. ამჟამად, მიწვეული პროფესორია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბათუმის წარმომადგენლობაში. მუშაობდა საქართველოს მწერალთა კავშირის აჭარის ორგანიზაციაში კონსულტანტად, ახალგაზრდა მწერალთა სექციის ხელმძღვანელად. 2012 წელს მიენიჭა ფილოლოგიის აკადემიური დოქტორის ხარისხი.

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.85

Member of Organizations

  • ბათუმის მწერალთა გაერთიანება "ანაშხალი", დამაარსებელი (1992-)
  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2004-)

Awards and Honors

  • ლევან გელაძის სახელობის პრემია
  • ზურაბ გორგილაძის სახელობის პრემია

Bibliography


Share: