Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გრიგოლ მუხაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ტომსკის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი 1908 წელს. 1911 წელს იგი ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს ქ. ჭიათურის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგედ. პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე იგი გადმოყავთ თბილისში და მე-8 ლაზარეთის მთავარ ქირურგად ნიშნავენ. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი თბილისის ყველა ევაკოჰოსპიტალს ხელმძღვანელობს. პარალელურად, იგი არ წყვეტს მეცნიერულ კვლევა-ძიებას. 1932 წელს მან დააარსა და სათავეში ჩაუდგა სისხლის გადასხმის ცენტრალურ სადგურს, რომელიც 1935 წ. მისივე ინიციატივით გადაკეთდა სისხლის გადასხმის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტად და რომელსაც იგი სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა. გრ. მუხაძე იყო ორთოპედია-ტრავმატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში, აგრეთვე ინიციატორი ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ინსტიტუტის შექმნისა ქ. თბილისში. იგი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საექიმო ფაკულტეტის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ორგანოზატორი; ცამეტი წელი იყო რესპუბლიკის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს დირექტორი 1925-1937). 1946 წელს შექმნა და სათავეში ჩაუდგა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის და ჰემატოლოგიის ინსტიტუტს, მან საფუძველი ჩაუყარა ქირურგიის ყველა დარგის განვითარებას საქართველოში. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ.,1984.-ჯვ.228 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |