The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ია დავითაია

ია დავითაია
Date of birth:14 March, 1945  (79 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების დგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1968 წელს.

1974-1976 წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურის სრული კურსი პედიატრიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში და აკ. კ. ჩაჩავას სახ. პერინატალური მედიცინისა და მეანობა-გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში; 1976 წლიდან მუშაობდა თბილისის ბავშვთა რესპუბლიკურ საავადმყოფოში პედიატრად, ხოლო იმავე წელს დაინიშნა დღენაკლულ ბავშვთა განყოფილების გამგედ; 1990-1998 წწ. ამავე საავადმყოფოს ფსიქონევროლოგიური განყოფილების გამგე; 1998 წლიდან დღემდე მუშაობს სს. ჩაჩავას კლინიკის ნეონატოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელად; არის 33 სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი, რამდენიმე მეთოდური რეკომენდაციის ავტორი და რედაქტორი; 12 უპგ აკრედიტებული პროგრამის ხელმძღვანელი და განმახორციელებელი, მათ შორის 2-2 წლიანი პროგრამების "სიცოცხლის პირველი 1000 დღე" და "ნეონატოლოგთა სკოლა"; მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით ინგლისურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა თანამედროვე ნეონატოლოგიის ერთ-ერთი შესანიშნავი სახელმძღვანელო: ჯონ პ. კლოჰერტის და ენ რ. სტარკის "ნეონატოლოგია"; ი. დავითაიას ხელმძღვანელობოთ სისტემატიურად ტარდება სამედიცინო განათლების პროგრამით აკრედიტირებულ სასწავლო ტრეინინგ-სემინარები, კონფერენციები, მათ შორის ჩატარდა 4 საერთაშორისო დონის კონგრესი; 2002 წელს წარდგენილი იყო დელეგატად საქართველოდან ქალთა მსოფლიო ფორუმზე, ყაზახეთში, ალმა-ატაში; 2004 წელს საქართველოს ქალთა საბჭოს მიერ წარდგენილ იყო დელეგატად საქართველოდან ტოკიოში გამართულ მსოფლიოს ექიმ ქალთა საერთშორისო ასოციაციის 26-ე კონგრესზე; მისი ინიციატივით საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია საერთშორისო ნეონატოლოგიური საზოგადოება "IPOKRaTES" სრულუფლებიანი პარტნიორია; ამავე დროს, ევროპის ნეონატოლოგთა ასოციაციების კავშირის "UENPS" და ცენტრალური ევრაზიის ნეონატოლოგთა კავშირის "UCENS" ერთ-ერთი დამფუძნებელი; აქვთ პარტნიორული ურთიერთობა ა.შ.შ. "მეიო"-ს კლინიკასთან; 2006 წელს მისი უშუალო ხელმძღვანელობით თბილისში გაიმართა "IPOKRaTES" და საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ერთობლივი საერთაშორისო სემინარი ნეონატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე, რომელსაც უძღვებოდნენ ევროპის და აშშ წამყვანი ნეონატოლოგი პროფესორები; "საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციამ", მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოსცა საქართველოში პირველად სამეცნიერო - პრაქტიკული ჟურნალი "ნეონატოლოგია"; ასევე მისი ინიციატივით სს. ჩაჩავას კლინიკაში შეიქმნა მშობელთა სკოლა, გამოიცა მომავალი დედებისათვის წიგნი - მეგზური "ბედნიერი დედობის თანამგზავრი" და "როგორ ვითარდება თქვენი პატარა". მიღებული აქვს საქართველოს მთავრობის, ჯანდაცვის სამინიტროსა და საზოგადოებრივი ჯილდოები: "დამსახურებული მედიკოსის წოდება", "ჯანმრთელობის ფრიადოსნის წოდება", "საქართველოს საუკეთესო მედიცინის მუშაკის წოდება", კლაუს ჰიპის პრემია "საუკეთესო პედიატრი" (2008); მიღებული აქვს აღიარების სიგელი "ოქროს ფონენდოსკოპი", საერთაშორისო ასოციაციამ "საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის", დააჯილდოვა საპატიო მედლით, "ქალთა საბჭოს" მედალი საზოგადოებრივი აქტივობისა და ქველმოქმედებისათვის. სს. "ჩაჩავას კლინიკა" ნეონატოლოგიური სამსახურის ხემძღვანელი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "პერინატალური ჰიპოტროფიის გავლენა დიდი ჰემისფეროების ქერქისა და ტვინის ღეროს სტრუქტურაზე", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.86; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.172

Member of Organizations

  • რუსეთის პერინატალური მედიცინის სპეციალისტთა ასოციაციის გამგეობა, წევრი
  • საერთაშორისო საზოგადოება "930", ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაცია, ვიცე-პრეზიდენტი
  • საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაცია, დამფუძნებელი, პრეზიდენტი (1995-)
  • საქართველოს ქალთა საბჭოს აღმასრულებელი საბჭო, წევრი
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სასერთიფიკაციო გამოცდების დარგობრივი კომისია - სპეციალობა ნეონატოლოგია., თავჯდომარე
  • საქართველოს შრომის, ჯანმრთლობის დაცვისა და სოციალური უზრნველყოფის სამინისტროს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის საკორდინაციო საბჭო, წევრი

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი

Bibliography


Share: