Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
იოსებ ჟორდანია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტროგრადის სამხედრო–სამედიცინო აკადემია 1923 წელს. 1939 წლიდან იგი განაგებდა სამხედრო–სამედიცინო აკადემიის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრას. 1942 წელს დაინიშნა საბჭოთა კავშირის არმიის მთავარ გინეკოლოგად. ამასთან, 1944 წლიდან იყო მოსკოვის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის სამეანო–გინეკოლოგიური კათედრის გამგე. 1950 წლიდან დაინიშნა მოსკოვისა და საბჭოთა კავშირის მთავარ გინეკოლოგად. 1958 წელს თბილისში გადმოვიდა და იმავე წელს სათავეში ჩაუდგა მისივე თაოსნობით დაარსებულ ქალის ფიზიოლოგიურ და პათოლოგიურ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტს(1968 წლიდან იოსებ ჟორდანიას სახელობის ადამიანის გენერაციული ფუნქციის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი), სადაც მუშაობდა კიდეც სიცოცხლის ბოლომდე. სწავლობდა სამეანო სამსახურის ორგანიზაციას, საშვილოსნოს კუმშვადობის ფუნქციას კლინიკასა და ექსპერიმენტში, მშობიარობის ანომალიებს, ქალის უშვილობის მიზეზების დიაგნოსტიკასა და მკურნალობას და სხვა. დაიღუპა რიო-დე-ჟანეიროში, თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად, როდესაც თავისი მაშველი რგოლი უბილეთო მგზავრ გოგონას დაუთმო. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.304 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |