Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ფრანგიშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. სამტრედია. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1927 წელს. 1927 წელს დაიწყო მუშაობა ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის მასწავლებლად ქ. თელავის პედაგოგიურ ტექნიკუმში. მალე გადაიყვანეს კახეთის რაიონის სახალხო განათლების ხელმძღვანელ მუშკად, შემდგომ კი ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფსიქოლოგიისა და პედაგოგიკის ლექტორად. 1937-1941წწ. მუშაობდა განათლების კომისარიატთან არსებულ თბილისის პედაგოგიური მეცნიერების საკვლევო ინსტიტუტში; 1941 წლიდან იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორის სწავლული მდივანი, ხოლო სექტორის ინსტიტუტად გადაკეთების შემდეგ - დირექტორის მოადგილე (1943-1950); 1950-1985წწ. ფსიქოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 1971 წელს აირჩიეს სსრკ ფსიქოლოგთა საზოგადოების IV ყრილობის პრეზიდენტად. თავისი მეცნიერული მუშაობის პროცესში მან დაამუშავა მეცნიერული გამოკვლევის რამდენიმე ციკლი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ფსიქოლოგიური აქტივობის გაგებისა და ახსნისათვის. მისი დახმარებით განწყობის თეორია იქცა საბჭოთა ფსიქოლოგიის ერთ-ერთ ძირითად მიმდინარეობად, რომლის მიღწევები დღეს ფართოდაა ცნობილი სხვადასხვა ქვეყნის ფსიქოლოგთა სამეცნიერო ცენტრებში. მან პირველმა შეისწავლა ქართული ენის ფსიქოლოგია და საქართველოში ფსიქოლოგიური ცოდნის ისტორია. მისი რედაქტორობით გამოვიდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიური ინსტიტუტის შრომები (15 ტომი). საქართველოს სსრ XI მოწვევის უმაღლესიო საბჭოს დეპუტატი (1985), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1958), პროფესორი (1958). წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.389 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |