Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მაია დგებუაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ხობი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1977 წელს. 1978-1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის (შემდგომში უნივერსიტეტი - თსსუ) ადამიანის ნორმალური ანატომიის კათედრის(შემდგომში დეპარტამენტი) ასისტენტი; 1990-1991წწ. უფროსი მასწავლებელი, 1991-1994წწ. დოცენტი, 1994-2006წწ. პროფესორი, 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის ინტერესების სფერო მოიცავს სისხლძარღვების, თირკმლის, ღვიძლის, ელენთის, საკვერცხის, საშვილოსნოს სქესობრივი და ასაკობრივი თავისებურებების მორფო-ფუნქციურ და კლინიკურ ასპექტებს ნორმაში და პათოლოგიისას (სეფსისი, ტრავმული შოკი, ათეროსკლეროზი, მიომა, ძუძუს კიბო); ავტორია 167 სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომის, რომელთაგან 160 არის ნაბეჭდი - მათგან 123 სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ (ნაშრომების დიდი უმრავლესობა გამოქვეყნებულია რეფერირებად გამოცემებში, რომელთაგან მრავალს აქვს იმპაქტ-ფაქტორი); მონაწილეობა აქვს მიღებული 100-ზე მეტ საერთაშორისო სამეცნიერო-პედაგოგიურ ფორუმში, რომელთა დიდი უმრავლესობა საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩატარდა, სადაც მონაწილეობდა როგორც საორგანიზაციო კომიტეტის და პრეზიდიუმის წევრი, სხდომების თავმჯდომარე და თანათავმჯდომარე, მრგვალი მაგიდის თანათავმჯდომარე, ზეპირი მომხსენებელი პლენარულ და სექციურ სხდომებზე, სტენდური მოხსენებები, პუბლიკაციები; იგი არის მონოგრაფიების, დსთ-ის სხვადასხვა ქვეყნებიდან გამოგზავნილი მრავალი სადისერტაციო ნაშრომის ავტორეფერატის რეცენზენტი, დისერტაციების ოპონენტი; მის მიერ შექმნილია 3 სასწავლო ვიდეოფილმი: ა) "ნატურალურ ანატომიური პრეპარატები. კუნთები", ბ) "ნატურალური ანატომიური პრეპარატები. ნერვები, სისხლძარღვები", გ) "ნატურალური ანატომიური პრეპარატები. კუნთები, ნერვები, სისხლძარღვები", რომლებშიც ავტორი პირადად მის მიერ დამზადებულ ნერვ-სისხლძარღვოვან და კუნთოვან გვამებზე ახდენს ანატომიური სტრუქტურების დემონსტრირებას; ატარებს ლექციურ და პრაქტიკულ მეცადინეობებს ინგლისურენოვან სექტორზე (2011 წელს ჩაბარებული აქვს კემბრიჯის უნივერსიტეტის ESOL გამოცდა და აღებული აქვს საერთაშორისო სერტიფიკატი). მისი ბიოგრაფია შეტანილია გამოცემებში: "ვინ ვინ არის მსოფლიოში" (2009), "ენციკლოპედია - საქართველო" (2012), "ცნობილი მეცნიერები რუსეთში" (2016). მიღებული აქვს: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევროპული აკადემიის რობეტ კოხის სახელობის მედალი (ქ. ჰანოვერი, გერმანია, 2013), ევროპული აკადემიის საპატიო მეცნიერის წოდება (ქ. რომი, 2013), ევროპის სამეცნიერო საზოგადოება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ევროპული აკადემიისა და რაინდების საერთაშორისო ასოციაციის საპატიო მეცნიერის წოდება (ქ. ჰანოვერი, 2013), რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემიის ვ. ი. ვერნადსკის სახელობის მედალი (2015), მეცნიერებისა და განათლების დამსახურებული მოღვაწის წოდება (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, 2015), ეკატერინე დიდის მედალი, მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, 2016), "Primus inter Pares - პირველი თანასწორთა შორის" ორდენი, მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, 2016), "Labore et Scientia - შრომით და ცოდნით" ორდენი, მეცნიერებისა და განათლებისთვის გაწეული ღვაწლისთვის (რუსეთის საბუნებისმეტყველო აკადემია, 2016). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ღვიძლისა და ელენთის სტრუქტურული ცვლილებების შედარებითი დახასიათება ორგანიზმზე "სუფთა" და მწვავე სისხლდენასთან კომბინირებულ–მექანიკური ტრავმის ზემოქმედებისას", დაიცვა 1985 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმლის ორგანოსშიდა სისხლძარღვთა კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგია ასაკობრივი, სქესობრივი და ლოკალური თავისებურების გათვალისწინებით", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.88 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |