The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ დვალი

მერაბ დვალი
დაბადების თარიღი:1 იანვარი, 1950  (75 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1973წწ. იყო თვალის რესპუბლიკური საავადმყოფოს ინტერნი; 1973–1975წწ. მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1975–1978წწ. - თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1978–1980წწ. თვალის სნეულებათა საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1980–1989წწ. - ამავე ინსტიტუტის თვალის მიკროქირურგიისა და რეკონსტრუქციული ქირურგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1989–1997წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის (შემდგომში - სახელმწიფო სამედიცინო აკადემია) მკურნალობის ახალი მიკროქირურგიული მეთოდების შემმუშავებელი განყოფილების ხელმძღვანელი, 1997 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თვალის სნეულებათა კათედრის პროფესორი. ავტორია 76 სამეცნიერო ნაშრომის, 8 საავტორო ნაშრომში გაშუქებულია ამეტროპიისა და კატარაქტის მიკროქირურგიის საკითხები; გამოქვეყნებული აქვს ერთი მონოგრაფია: "თვალი და დიაბეტი"(თბილისი, 1998). ექიმი–ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. მიღებული აქვს ჩინეთის რესპუბლიკის "ხალხთა მეგობრობის" ორდენი (1992).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აფაკიის კორექცია ექსტრაპაპილარული ირის ლინზით", დაიცვა 1978 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაღალი ხარისხის ამეტროპიის ენდოკულარული კორექციის სახეები", დაიცვა 1989 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.91; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.148; geodoc.ge

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერების და ტექნიკის დარგში
    საქართველოში თვალის მიკროქირურგიის განვითარების საქმეში შეტანილი პირადი წვლილისათვის
  • 1992 - ჩინეთის რესპუბლიკის "ხალხთა მეგობრობის" ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: