The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილიკო ქურხული

ილიკო ქურხული
Date of birth:7 April, 1885
Date of death:24 September, 1954  (at 69 years)
Burial location:ვაკის სასაფლაო, თბილისი
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მომღერალი, მოხეტიალე მუსიკოსი, მევიოლინე, მესტვირე, მეფანდურე.

ჩუღურეთის უბანში იზრდებოდა. ბავშობიდანვე მღეროდა და კარგად უკრავდა ვიოლინოზე, ჩანგზე და პატარა ვენურ გარმონზე. მისი ძმები ცნობილი მედოლეები და მეზურნეები იყვნენ. იცოდა ძველ თბილისელ აშუღთა ჰანგები და ქართული ხალხური სიმღერები. დაწყებითი განათლება კერძო პანსიონში მიიღო, შემდეგ სასულიერო სემინარიაში გადაიყვანეს, რომელიც არ დაუსრულებია. არც თბილისის საიმპერატორო მუსიკალური სასწავლებელი და მოსკოვის კონსერვატორია დაუმთავრებია. ბოლოს მოხეტიალე მუსიკოსობას მიჰყო ხელი. 1916 წელს რუსეთის ათზე მეტი ქალაქის მოვლის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. აქედან მოყოლებული, დამოუკიდებლობის წლების ჩათვლით, მშობლიურ საგარეჯოში გასართობ წარმოდგენებს მართავდა. თანამშრომლობდა პრესასთან. მისი ინიციატივით, 1918-1920წწ. სამჯერ გამოვიდა გაზეთი "ჩემი საქმე“ ქართულ და რუსულ ენებზე. ეწეოდა საქველმოქმედო მოღვაწეობას. ბავშვთა სწავლა-განათლებისათვის ფულს აგროვებდა და შემოწირულობებს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან არსებულ ქალთა კომიტეტს უგზავნიდა. ნ. სულხანიშვილის მიერ ნოტებზე გადატანილი მესტვირული მელოდიების გაცნობის შემდეგ, რაჭაში იმოგზაურა, გუდასტვირზე დაკვრა ისწავლა და პოპულარიზაცია გაუწია საკრავს. იმოგზაურა სვანეთშიც. ჩანგის გაუმჯობესებისათვის სახალხო მუსიკოსის წოდება მიენიჭა. 1921 წლიდან ბულგარეთში წავიდა და იქ ოთხი წლის განმავლობაში დარჩა. სიმღერითა და დაკვრით 600-მდე ქალაქი და სოფელი, 3000-მდე სკოლა და უთვალავი ეზო-ქუჩა შემოიარა. ბულგარეთში მის შესახებ 660-ზე მეტი სტატია დაიბეჭდა დადებითი რეცენზიით. ექვსი წლის განმავლობაში მოგზაურობდა ევროპის ქალაქებში და ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციას ეწეოდა. ერთ ხანს პარიზშიც ცხოვრობდა. 1927 წელს სამშობლოში დაბრუნდა და ფანდურით, გუდასტვირითა და ჩანგით საქართველოს სხვადსხვა კუთხეში იმოგზაურა. 1930 წელს გამოაქვეყნა წიგნი "მუსიკა ბავშვებისთვის". 1932 წელს დაამზადებინა სპეციალური მუსიკალური ვაგონი - კლუბი "საგულთენო", რომლითაც 1941 წელს მოსკოვში გაემგზავრა. შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და 1953 წლამდე აგრძელებდა მოღვაწეობას.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.462; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.99-100

Bibliography


Share: