The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გურამ დიღმელაშვილი

დაბადების თარიღი:27 მარტი, 1937  (88 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადე3ბის ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1961 წელს.

1962–1969წწ. იყო თეთრიწყაროს რაიონის ს. ჯორჯიაშვილის საუბნო საავადმყოფოს გამგე. 1971–1974წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი. 1975–1990წწ. ამავე ინსტიტუტის ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერ–მუშაკი; 1990 წლიდან აღნიშნული ინსტიტუტის ჰეპატოლოგიისა და გასტროენტეროლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი. ავტორია 55 სამეცნიერო ნაშრომის და ორი მონოგრაფიის. ექიმი–გასტროენტეროლოგი, მკურნალი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "არტერიული ჰიპერტონიისა და გულის იშემიური დაავადების გავრცელების საკითხის შესწავლა ასაკობრივ ასპექტში", დაიცვა 1971 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.92

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თერაპევტთა და გასტროენტეროლოგთა საზოგადოება, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1981 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: