შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარი აბრამიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1944 წელს. 1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად პატრიოტული ლექსებისა და ხელნაწერი ჟურნალის ("ანათემა") გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში. გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ "მნათობში", ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. ასევე გამოცემული აქვს საბავშვო ლექსების კრებულები. სულ გამოცემული აქვს 22 წიგნი. მის შემოქმედებაში ძირითადად პატრიოტული და ლირიკული მოტივებია. თარგმნილი აქვს ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, სერგეი ესენინის, ბელა ახმადულინას, ევგენი ევტუშენკოს, რიჩარდ ოლდინგტონის ლექსები, ხოლო მისი ლექსები თარგმნილია რუსულ, ოსურ და თურქულ ენებზე. მ. აბრამიშვილის ლექსებზე შექმნილია არაერთი ცნობილი ქართული საესტრადო სიმღერა, მათ შორის: "აი სად შემხვდი" (ამავე სახელწოდების ლექსზე, მუსიკ. ავტ. ა. ხარანაული), "სიმღერა თბილისზე" (ლექსზე "თბილისი", კომპ. ს. მირიანაშვილი), "ხომ არ დავაგვიანე" (ლექსზე "აი, სად შემხვდი", კომპ. გ. მანჯგალაძე)", "ნუთუ მართლა აღარ შევრიგდებით" (ლექსზე "იქნებ მართლა"), "როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება" (ლექსზე "როგორ დაიჯერე", მუს. ავტ. ესმა გურამიშვილი) და სხვ. ის ერთადერთი ქალია ქართველ რეპრესირებულ მწერალთა შორის. რეაბილიტირებულია 1998 წელს. წყარო: არმური - ლიტარენა, უფრო კი – ბიბლიოთეკა: armuri.georgianforum.com; ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.8; წამების გზა : დევნა, გადასახლება, დახვრეტა = Path of martyrdom : Persecution, exile, execution = Дороги мученичества : Преследование, ссылка, расстрел. წ. 2 / რევაზ კვერენჩხილაძე.-თბ.,2017.-გვ.307-363 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |