The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ცაცა ამირეჯიბი

ცაცა ამირეჯიბი
ოფიციალური სახელი:ეკატერინე ამირეჯიბი
დაბადების თარიღი:6 მარტი, 1889
გარდაცვ. თარიღი:17 ნოემბერი, 1975  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი:  სოფელი ხურვალეთი, გორის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა მოსკოვის ს. ხალიუტინას თეატრალური სტუდია 1911 წელს.

1911–1953წწ. მსახიობად მუშაობდა ქუთაისის, სოხუმის, ბათუმის, ბაქოს, თბილისის რუსთაველისა და კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრებში; იყო საქართველოს რადიოს პირველი დიქტორი; წლების მანძილზე ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ა. ფაღავასა და "სახკინმრეწვთან" არსებულ სტუდიებში, სადაც კითხულობდა მეტყველების კურსს; მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ქართულ ესტრადაზე მხატვრული კითხვის ტრადიციას; თამაშობდა დრამატულ და ტრაგიკულ როლებს; მის მიერ შექმნილი როლებია: ზეინაბი(ა. სუმბათაშვილ–იუჟინის "ღალატი"), ქეთევანი(დ. ერისთავის "სამშობლო"), თამარი(კ. მესხის "შოთა რუსთაველი"), მაშა(ლ. ტოლსტოის "ცოცხალი ლეში"), ქეთევანი(ა. ყაზბეგის "ქეთევან წამებული"), ემილია და ჰერტრუდა(უ. შექსპირის :" ოტელო" და " ჰამლეტი"), იოკასტე(სოფოკლეს "ოიდიპოს მეფე"), ლაურენსია(ლოპე დე ვეგას "ცხვრის წყარო"); გადაღებულია 40–მდე ფილმში – კეკე(მაგდანას ლურჯა", 1955), ხაზუა("ხევისბერის გოჩა" , 1964), მელანო(რაც გინახავს, ვეღარ ნახავს", 1965). იყო მხატვრული კითხვის ერთ-ერთი პიონერი საქართველოში; სამსახიობო კარიერის პარალელურად, ოცი წლის მანძილზე მუშაობდა რადიოში; ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, სხვადასხვა სტუდიებში ასწავლიდა მხატვრულ მეტყველებას.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.1-თბ., 1975.-გვ.398

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1950 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: