შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე ვერულაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს; თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტი ინგლისური ენის სპეციალობით 1980 წელს. 1974–1977წწ. იყო N2 სამედიცინო სასწავლებლის პედაგოგი; 1976–1979წწ. მუშაობდა რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს საკონსულტაციო პოლიკლინიკაში; იყო რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ნერვულ სნეულებათა განყოფილების ორდინატორი; 1979–1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის პედაგოგი; 1991 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის ასისტენტი; 1992–1993წწ. მუშაობდა კარადენიზის(თურქეთი) ტექნიკური უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე. 1974 წლიდან დღემდე მუშაობს ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის(რესპუბლიკური საავადმყოფო) ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტში: კლინიკურ ორდინატორად, ექიმ-ნევროპათოლოგად, ნერვულ სნეულებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად. არის 6 მონოგრაფიის, 5 სახელმძღვანელოს, 1 გამოგონების("მიოფასციური ტკივილითი სინდრომების მკურნალობის ხერხი") და 118 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნეიროენდოკრინული სისტემის ფუნქციური მდგომარეობა არტერიულ ჰიპერტენზიით განპირობებული ცერებროვასკულური პათოლოგიის დროს", დაიცვა 1990 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადაპტაციური მექანიზმების მულტისისტემური დახასიათება თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლის დროს", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.105 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |