Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ვეფხვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1979 წელს. 1984–1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ექიმი; 1986–1987წწ. თბილისის ჩიყვის საწინააღმდეგო დისპანსერის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე; 1991–1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1994–1996წწ. დოცენტი; 1996 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის კათედრის გამგე. არის 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სახელმწიფო პროგრამის – "რადიაცია" კოორდინატორი. ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიმსივნის სხივური დაზიანების ამორჩევითი გაძლიერება მეტრონიზადოლით და ხანმოკლე ჰიპერგლიკემიით", დაიცვა ლენინგრადში 1985 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაიონეზებელი გამოსხივების მცირე დოზების ზემოქმედებით ორგანიზმში გამოწვეული ზოგიერთი თვისება, მოსალოდნელი მავნე ეფექტების პროგნოზირება და სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.106 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |