The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ვეფხვაძე

ნინო ვეფხვაძე
Date of birth:25 December, 1956  (67 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის ფაკულტეტი 1979 წელს.

1984–1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრის ექიმი; 1986–1987წწ. თბილისის ჩიყვის საწინააღმდეგო დისპანსერის რადიოიზოტოპური დიაგნოსტიკის ლაბორატორიის გამგე; 1991–1994წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1994–1996წწ. დოცენტი; 1996 წლიდან  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრევენციული მედიცინის კათედრის გამგე. არის 40 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და სახელმწიფო პროგრამის – "რადიაცია" კოორდინატორი. ექიმი–რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სიმსივნის სხივური დაზიანების ამორჩევითი გაძლიერება მეტრონიზადოლით და ხანმოკლე ჰიპერგლიკემიით", დაიცვა ლენინგრადში 1985 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მაიონეზებელი გამოსხივების მცირე დოზების ზემოქმედებით ორგანიზმში გამოწვეული ზოგიერთი თვისება, მოსალოდნელი მავნე ეფექტების პროგნოზირება და სათანადო პროფილაქტიკური ღონისძიებების შემუშავება", დაიცვა 1995 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.106

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრი
  • საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მუშაკთა ასოციაცია, ვიცე–პრეზიდენტი

Bibliography


Share: