Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ვეფხვაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს. 1951–1958წწ. იყო თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის კათედრის ასისტენტი; 1958–1968წწ. რენდგენოლოგიის ინსტიტუტის იზოტოპური ლაბორატორიის ხელმძღვანელი; 1968–1972წწ. დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1972–1977წწ. ინსტიტუტის დირექტორი; 1977–1988წწ. ონკოცენტრის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1988 წლიდან ამავე ცენტრის დირექტორი; ავტორია 320 სამეცნიერო ნაშრომის, 12 მონოგრაფიის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 23 საკანდიდატო და 2 სადოქტორო დისერტაცია. ექიმი–რადიოლოგ–ონკოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ძვლის კორძის განვითარების საკითხისათვის", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "თირკმლის სხივური გართულებები", დაიცვა 1968 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.106; წიგნი ღირსებისა: ტ. 2 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.63 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |