The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჰამლეტ მოსულიშვილი

ჰამლეტ მოსულიშვილი
Date of birth:31 May, 1930
Date of death:27 October, 2011  (at 81 years)
Category:Architect, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სიღნაღის რაიონი, სოფელი ქვემო მაჩხაანი.

დაამთავრა საქართველოს ს.მ. კიროვის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1954 წელს.

1954-1957წწ. იყო ყაბარდო-ბალყარეთის საპროექტო ორგანიზაციაში უფროსი არქიტექტორი, შემდეგ პროექტის მთავარი ინჟენერი; 1957-1968წწ. ქ. ნალჩიკის მთავარი არქიტექტორი. 1968-1970წწ.  ყაბარდო-ბალყარეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახმშენის ხელმძღვანელი; 1959-1970წწ. ყაბარდო-ბალყარეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯერ უფროსი მასწავლებელი, შემდეგ დოცენტი; 1965-1967წწ. სსრკ არქიტექტორთა კავშირის ავტონომიური რესპუბლიკის განყოფილების თავჯდომარე; 1970-1992წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტის დოცენტი; 1993-2006წწ. პროფესორი; 2009 წლიდან დღემდე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის ფაკულტეტის სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობათა არქიტექტურული კონსტრუქციები და არქიტექტურული ფიზიკის ფაკულტეტის სრული პროფესორი. არის ავტორი მრავალი რეალიზებული არქიტექტურული პროექტებისა, მათ შორის: 115 ბინიანი საცხოვრებელი სახლი, საზაფხულო თეატრი 3000 მაყურებელზე, რესტორანი ტბის პირას 800 ადგილზე, კაფე-რესტორანი 100 დგილზე, სანატორიუმი 150 ადგილზე (ყველა ქ. ნალჩიკში); აგრარული   ინსტიტუტი (თბილისი, თანაავტორი), 120 ბინიანი საცხოვრებელი სახლი ქ. ბათუმში, და სხვა. ვტორია  9 მონოგრაფიის, 33 სტატიის; მონაწილეა საერთაშორისო, რესპუბლიკური და ადგილობრივი კონფერენციების. არქიტექტურის მეცნიერებათა დოქტორი 1991 წლიდან. 

Member of Organizations

  • აზერბაიჯანის არქიტექტურისა და მშენებლობის უნივერსიტეტის სამეცნიერო წოდებათა მინიჭების საბჭო, წევრი
  • აღმოსავლეთის ქვეყნების არქიტექტურის საერთაშორისო აკადემია, აკადემიკოსი (1994-)

Bibliography


Share: