The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იორამ თარხან-მოურავი

Date of birth:17 September, 1943  (81 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1968 წელს.

1968–1970წწ. იყო 96231–ე სამხედრო ნაწილის ექიმი–ლაბორანტი; 1970–1972წწ. თბილისის მე–11 პოლიკლინიკის ფილიალის ექიმი–თერაპევტი; 1962–1979წწ. საქართველოს კურორტოლოგიის და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979–1988წწ. სწავლული მდივანი; 1987–1991წწ. სპელეოთერაპიის ლაბორატორიის გამგე; 1991 წლიდან ხელმძღვანელობს სამედიცინო კლიმატოლოგიის და კლიმატოთერაპიის განყოფილებას. ავტორია 36 სამეცნიერო ნაშრომის; მისი ხელმძღვანელობით დაცულია სამი საკანდიდატო დისერტაცია. არის ექიმი–თერაპევტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბრონქული ასთმით დაავადებულთა სპელეოთერაპია კარსტული გამოქვაბულის "თეთრი მღვიმის" პირობებში(წყალტუბოს რ–ში)", დაიცვა 1979 წელს; სადოქტორო დისერტრაციის თემა - "ფილტვების ქრონიკული არასპეციფიკური დაავადებების დროს კარსტული მღვიმის მიკროკლიმატის გამოყენების კლინიკურ–ექსპერიმენტული დასაბუთება", დაიცვა 1993 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.116; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.115

Member of Organizations

  • კურორტოლოგთა და ფიზიოთერაპევტთა საზოგადოება, წევრი
  • სპელეოთერაპევტთა საერთაშორისო კავშირის გამგეობა, წევრი

Awards and Honors

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1998 - ღირსების მედალი
    მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და სისტემის რეორიენტაციის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის

Bibliography


Share: