The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გია აზმაიფარაშვილი

გია აზმაიფარაშვილი
Date of birth:21 June, 1957  (66 years)
Category:Medical Doctor, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს.

1982-1985წწ. - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ქ. ტყვარჩელი, აკარმარის მედიკო-სანიტარული ნაწილის ქირურგი; 1985-1987წწ. - მიზნობრივი კლინიკური ორდინატურა ქირურგიაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან-ჰიგიენური, პედიატრიული და სტომატოლოგიური ფაკულტეტების ქირურგიულ სნეულებათა N2 კათედრა, ქალაქის N1 კლინიკური საავადმყოფოს ბაზა; 1987-1988წწ. - ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს ცენტრალური მიმღები განყოფილების ექიმი-ქირურგი; 1988 წელს - ქ. მოსკოვის პიროგოვის სახელობის მე-2 სამედიცინო ინსტიტუტის მედიკო-ბიოლოგიური ფაკულტეტის სასწრაფო გადაუდებელი ქირურგიის კათედრა, N55 საავადმყოფოს ბაზა; 1988-1996წწ. - ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს N2 ქირურგიული განყოფილების ექიმი-ქირურგი;
1996 წლიდან - ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს შპს "გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი", ექიმი-ქირურგი; 1991 წლიდან - პასუხისმგებელი ქირურგი, ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს შპს "გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი"; 1998 წლიდან - ექიმი-ენდოსკოპისტი, ქ. თბილისის N1 კლინიკური საავადმყოფოს შპს "გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრი"; 2002-2005წწ. - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის ექიმი-ექსპერტი; 2005 წელს -   ქ. მოსკოვი, N7 საავადმყოფოს ბაზა, ენდოსკოპიური განყოფილება, ღვიძლისა და სანაღვლე გზების ქირურგია, ლაპარასკოპიული მეთოდებისა და ენდოსკოპიური (რეტროგრადული ქოლანგიოგრაფია, პაპილოსპინქტეროტომია) მეთოდების ათვისება; 2004 წლიდან - ჯანმრთელობის სახლის ენდოსკოპისტი; 2017 წლიდან - დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის ენდოსკოპისტი. 1995-1997წწ. - ქ. თბილისის N3 სამედიცინო ტექნიკუმი, ქირურგიის კურსი, პედაგოგი; 1992-1999წწ. -  სამედიცინო ინსტიტუტი "ესკულაპი", ქირურგიის კურსი, პედაგოგი; 1997 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემია, გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო პედაგოგიური ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, შემდგომში დოცენტი და პროფესორი; 2009-2015წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქირურგიის დეპარტამენტის მოწვეული პედაგოგი; 2015 წლიდან - თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის №2 ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი. 94 სამეცნიერო ნაშრომის, 4 გამოგონების, 4 სასარგებლო მოდელის, 5 რაციონალიზატორული წინადადების ავტორი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2003).  საკანდიდატო დისერტაციის თემა -"არაკლოსტრიდიული ანაერობული პერიტონიტის კლინიკის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ზოგიერთი თავისებურებანი". დაიცვა 1992 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა: "მუცლის ღრუს ჭრილობების კლინიკა, დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობის მეთოდის შერჩევა". დაიცვა 2002 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში: თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.14; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.301; ექიმები: facebook.com

Member of Organizations

  • გრ. მუხაძის საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი (2018-)
  • საქართველოს ენდოსკოპისტთა ასოციაცია, წევრი (2012-)
  • საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია, წევრი (1997-)
  • საქართველოს ქირურგთა ასოციაცია, წევრი (2009-)
  • ქირურგთა ინტერნაციონალური კოლეჯი (International College of Súrgeons.) , წევრი (2006-)

Bibliography


Share: