შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მერჩულე![]()
ბიოგრაფიაგიორგი მერჩულეს ცხოვრების წლები განსაზღვრულია მიახლოებით – X ს.; დაბადების თარიღად მიჩნეულია 875–885წწ.; "მერჩულე" სამართლის სპეციალისტ თეოლოგს, რჯულის მეცნიერს ნიშნავს(პ. ინგოროყვას ვარაუდით). იგი განსწავლული პიროვნება იყო; იცოდა უცხო ენები; საფუძვლიანად იცნობდა სასულიერო მწერლობასა და ქრისტიანულ თეოლოგიას; მოღვაწეობდა ხანძთის სავანეში; 951 წელს აქვე დაწერგა ჰაგიოგრაფიული თხზულება "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება", რისთვისაც გამოიყენა გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა ნაამბობი და სხვადასხვა ისტორიული წყარო; "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" ასახავს VIII-IX საუკუნეების საქართველოს პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივ ცხოვრებას, ტაო-კლარჯეთში გაჩაღებულ სამონასტრო მშენებლობასა და კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობას, გრიგოლისა და მის მოწაფეთა თავგადასავალს; "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება" საინტერესოა აგრეთვე როგორც ლიტერატურული წყარო, სანდო ცნობებს გვაწვდის IX-X საუკუნეების მიჯნაზე მოღვაწე ქართველი მწერლების სოფრომ შატბელდერის, ილარიონ პალახერის, გიორგი მაწყვერელისა და სტეფანე მტბერავის შესახებ. იერუსალიმის საპატრიაქრო ბიბლიოთეკაში დაცულია თხზულების XII საუკუნით დათარიღებული ერთადერთი ხელნაწერი; 1902 წელს ხელნაწერი აღწერა ნ. მარმა და მანვე გამოსცა მეცნიერულად რუსული თარგმანითურთ; საფიქრებელია, რომ გიორგი მერჩულეს გარკვეული ღვაწლი მიუძღვის ჰიმნოგრაფიაშიც; ამაზე უნდა მიუთითებდეს მინაწერი მიქაელ მოდრეკილის საგალობელთა კრებულში(მერჩულიულნი). ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |