Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ისაკაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 1973–1994წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ასისტენტი, დოცენტი; 1987–1989წწ. თერაპიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1994 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თერაპიის კათედრის პროფესორი და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს აკრედიტაცია–ლიცენზიების განყოფილების უფროსი. ავტორია 75 სამეცნიერო ნაშრომის, რომლებიც ეხება თერაპიის, კარდიოლოგიის, კლინიკური ფარმაკოლოგიისა და ექსპერიმენტული მორფოლოგიის პრობლემებს. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კორდარონის მოქმედება გულის იშემიური დაავადებისას", დაიცვა 1979 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "ძირითადი ანტიანგინური პრეპარატებით კომბინირებული მკურნალობის გავლენა სისხლის მიმოქცევის სისტემაზე გულის ქრონიკული იშემიური დაავადებისას", დაიცვა 1991 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.133 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |