The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გულნარა აბულაძე

გულნარა აბულაძე
Date of birth:1949  (75 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1962 წელს.

1962–1965წწ. იყო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ასპირანტი პათოფიზიოლოგიისა და პათანატომიის სპეციალობით;   1967–1977წწ. ქირურგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის გულის ქირურგიის განყოფილების თერაპევტი; 1967–1978წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი, წამყვანი მეცნიერ–თანამშრომელი; 1979 წელს მოსკოვში ბაკულევის სახელობის გულ-სისხლძარღვთა ინსტიტუტში გაიარა სადოქტორო დისერტაციის აპრობაცია: "შეუღლებული რევმატიული მანკების ჰემოდინამიკური და მიოკარდიუმის შეკუმშვითი უნარის ცვლილებები". აკად. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის გულის რიტმისა და გამტარებლობის დარღვევის სამსახურის ხელმძღვანელი; ეწევა სამეცნიერო-პრაქტიკულ მოღვაწეობას საერო სამედიცინო ინსტიტუტში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სამედიცინო ინსტიტუტ "ვითაში". უმაღლესი კატეგორიის სერთიფიცირებული ექიმი; საერთაშორისო კონგრესების ორგანიზატორი. ავტორია სახელმძღვანელოების, გაიდლაინებისა და 72 სამეცნირო ნაშრომისა გულის შეძენილი მანკების, პათოფიზიოლგიისა, გულის უკმარისობის არითმიის აქტუალურ პრობლემებზე; არის რამდენიმე ევროპული პროგრამის კოორდინატორი. გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფია: "წინამდებარე ჯირკვლის მორფო-ჰისტოქიმიური თავისებურებანი". არის კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "წინამდებარე ჯირკვლის მორფო–ჰისტოქიმიური თავისებულებანი", დაიცვა 1967 წელს.   

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.9

Member of Organizations

  • ევროპის კარდიოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს კარდიოლოგიის არითმიის სამუშაო ჯგუფი, თავმჯდომარე

Bibliography


Share: