| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
არჩილ ასათიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1957 წელს. 1957–1960წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; ასპირანტურის დამთავრებისა და მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოპოვების შემდეგ მოღვაწეობდა ადამიანის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრაზე ჯერ ასისტენტად, შემდეგ დოცენტად; 1973–1987წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ფიზიოლოგიის კათედრის პროფესორი; 1987–2004წწ. ამავე კათედრის გამგე; 1975–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პრორექტორი სამეცნიერო მუშაობის დარგში; 1985–1991წწ. ამავე ინსტიტუტის რექტორი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ავტორია ასზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, ასევე ერთი მონოგრაფიისა: "კვებითი მოქმედების ნეირო–ჰუმორული მექნიზმები". მისი ხელმძღვანელობით დაცულია საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციები. მიღებული აქვს 1982 საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1982). აკადემიკოს ვლადიმერ ასათიანის შვილი. ექიმი–ფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "თავის ტვინის ღეროს როლი კუჭის სეკრეციული მოქმედების რეგულაციაში", დაიცვა 1963 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კვებითი მოქმედების ნეირო–ჰუმორული მექანიზმები", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.20; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 72; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს სამედიცინო კალენდარი: ნაწ. I : 2 ნაწილად / ჯუმბერ ქორჩილავა.-თბ.,2010.-გვ.274-276 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

