შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არჩილ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1980 წელს. 1980-1982წწ. გაიარა კლინიკური ორდინატურა სამედიცინო რადიოლოგია–რენდგენოლოგიაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში; 1992–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ასპირანტი კლინიკური რადიობიოლოგიის სპეციალობით; 1985 წლიდან მუშაობს ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრში. ავტორია 32 სამეცნიერო ნაშრომის ონკოლოგიის, სხივური თერაპიის, მედიცინის, ჯანდაცვის, საზოგადოების განვითარების და სხვა აქტუალურ პრობლემებზე. რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ადამიანის სხეულის ტემპერატურის ცვლილების კანონზომიერება დასხივების დროს და ამ კანონზომიერების თეორიული მნიშვნელობა სხივური თერაპიის პრაქტიკისათვის", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.139 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |