The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ კაპანაძე

რევაზ კაპანაძე
Date of birth:22 April, 1924  (100 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჭიათურა.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1948 წელს.

1948–1951წწ. იყო თბილისის პირველი კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–პათოლოგანატომი; 1952–1953წწ. თბილისის პირველი კლინიკური ტუბ. საავადმყოფოს პათოლოგანატომიური განყოფილების გამგე; 1953–1957წწ. მ. წინამძღვრიშვილის სახელობის კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის პათოლოგანატომიური განყოფილების უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1957–1960წწ. უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1960–1968წწ. განყოფილების გამგე. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 16 საკანდიდატო და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაცია; სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტის ჰისტოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მედიკო–ბიოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "გულისა და მისი საინერვაციო მექანიზმების სტრუქტურული ცვლილებები უეცარი კარდიოლოგიური სიკვდილის დროს", დაიცვა 1957 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მიოკარდიუმის ჰისტოქიმიური ცვლილებები მწვავე დაღლილობისა და აორტის სტენოზის დროს ექსპერიმენტში", დაიცვა 1966 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.140

Member of Organizations

  • ხარისხის მიმნიჭებელი სამეცნიერო საბჭო, სწავლული მდივანი "პათოლოგიურ ანატომიაში"

Awards and Honors

  • 1981 - ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • 1964 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: