The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი
სხვა სახელი:X  (ფსევდონიმი)
ი.მ-ნი  (ფსევდონიმი)
ივანე ახალშენაშვილი  (ფსევდონიმი)
ინ ანი  (ფსევდონიმი)
ინტრანსიჟან  (ფსევდონიმი)
კვიმატი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:23 იანვარი, 1863
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 1943  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:კუკიის სასაფლაო, თბილისი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა შვეიცარიაში 1883 წლიდან; დაამთავრა ჟენევის უნივერსიტეტი.

ლიტერატურულ ასპარესზე გამოვიდა 1985 წელს; 1899 წლიდან მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე კომერციული განყოფილების უფროსად; განაგებდა ჟურნალ "მოამბეს"; პუბლიცისტურ წერილებსა და რეცენზიებს აქვეყნებდა "ივერიაში", "მოამბეში", "ცნობის ფურცელში", "დროებაში", "საქართველოში"; მისი ავტორობით გამოიცა ფრანგულ-ქართული ლექსიკონი; ქართულ ენაზე თარგმნილი აქვს ფრანგი და რუსი მწერლების მრავალი რომანი და მოთხრობა; მისი პირველი თარგმანი გამოვიდა 1885 წელს; იგი წერდა ფსევდონიმებით: "ინტრანსიჟან", "კვიმატი", "ივანე ახალშენაშვილი", "ინ ანი", "ი.მ-ნი", "X".

წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.52-55საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.608

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ჟურნალ "ნაკადული"-ს სარედაქციო კომისია, წევრი
  • საქართველოს საბჭოთა მწერლების კავშირი, წევრი (1937-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: