შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
არტემ ახნაზაროვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა ქ. ოდესის უნივერსიტეტში. გარიცხეს პოლიტიკურად არაკეთისაიმედობის გამო. 1885 წლიდან თანამშრომლობდა გაზეთ "თეატრში"; 1886-1903წწ. ყოველდღიურ გაზეთ "ივერიაში"; პირველი მოთხრობა "კაკაბაძე" გამოაქვეყნა 1885 წელს ჟურნალ "ნობათში"; 1912 წელს ცალკე წიგნად დაიბეჭდა მისი ლექსების კრებული; 1896-1902 წწ. თანამშრომლობდა ი. ჭავჭავაძის "ივერიაში"; წერილებსა და ლექსებს სისტემატურად ათავსებდა თანამედროვე ჟურნალ–გაზეთებში შემდეგი ფსევდონიმებით: "ორ–ანი", "ჩიორა", "მანოელიძე", "ალფა", "დუშიკო", "კენტი", "დიოგენი", "ფარნაოზი", "კენჭოსანი", "პატრიციუსი", "ნიორი"; თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ლევ ტოლსტოის, მაქსიმ გორკის, ემილ ზოლას, გი დე მოპასანის ნაწარმოებები. საზოგადო მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ.,1977.-გვ.108; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.67-70 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |