The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ კაციტაძე

ზურაბ კაციტაძე
Date of birth:28 August, 1927  (96 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1949 წელს; საკავშირო დაუსწრებელი იურიდიული ინსტიტუტი (ვბზმ) 1951 წელს.

1949–1951წწ. იყო რუსთავის ბავშვთა პოლიკილინიკის ბავშვთა ექიმი; 1954–1956წწ. სსრკ ჯანდაცვის სამედიცინო სასამართლოს მედიცინის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1956–1961წწ. თბილისის მთავარ სასამართლო მედიცინის ექსპერტი; 1961–1963წწ. საქართველოს სანიტარიისა და ჰიგიენის კვლევითი ინსტიტუტის მორფოლოგიური განყოფილების გამგე; 1963 წელს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ნორმალური ანატომიის კათედრის ასისტენტი, 1964 წლიდან დოცენტი, 1970 წლიდან პროფესორი, 1972 წლიდან ამავე კათედრის გამგე. ავტორია 89 სამეცნიერო ნაშრომის, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე მონოგრაფია, არის 4 სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული კონსულტანტი და 8 საკანდიდატო დისერტაციის ხელმძღვანელი. 1995 წლიდან არის გამომცემლობა "მედიცინის" დირექტორი და გაზეთ "ჯანმრთელობის" მთავარი რედაქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრასოლოგიური ექსპერტიზის მორფო–ფუნქციური საფუძვლები", დაიცვა 1954 წელს ქ. მოსკოვში.; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ადამიანის ვერტიკალური სტატისტიკისა და დინამიკის მორფოლოგიური საფუძვლები ფილოგენეზსა და ანთროპოგენეზში", დაიცვა 1969 წელს მოსკოვის საკავშირო სამედიცინო აკადემიაში.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.143; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107

Member of Organizations

  • საქართველოს ანატომთა, ჰისტოლოგთა და ემბრიოლოგთა სამედიცინო საზოგადოება, პრეზიდიუმის თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს მედიკო–ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა-განათლებაში შეტანილი პირადი დიდ წვლილისათვის, ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის
  • 1990 - მედიცინის დამსახურებული მოღვაწე
  • 1989 - საქართველოს სახელმწიფო პრემია

Bibliography


Share: