შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
იაკობ ფანცხავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხომული, წყალტუბოს რაიონი. დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტი ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი 1893 წელს. მსახურობდა ფოთის ქალაქის მმართველობაში და ქუთაისის სათავადაზნაურო–საადგილმამულო ბანკში; 1922 წლიდან იყო სახელმწიფო ბანკის ქუთაისის განყოფილების მმართველი; 1924 წლიდან ფინანსთა სახლის კომისრის მოადგილე; ლიტერატურულ და საბუნებისმეტყველო წერილებს ბეჭდავდა გაზეთ "კვალში", "მოამბეში", "ცნობის ფურცელში", "ივერიაში"; 1936-1940წწ. თარგმნა მედიცინის მეცნიერების სხვადასხვა სახელმძღვანელო: "აცრის საქმე", "ფსიქიატრის სახელმძღვანელო ფერშალთათვის", "პათოლოგიის სახელმძღვანელო", "ფიზიოთერაპიის მოკლე სახელმძღვანელო". წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.80-99; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.96 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |