The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ახმეტელი

თენგიზ ახმეტელი
Date of birth:1 October, 1924
Date of death:29 February, 2012  (at 87 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს.

1951–1957წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1957–1959წწ. ამავე საავადმყოფოს გულ–მკერდის ქირურგიის განყოფილების გამგე; 1959–1961წწ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის   ინსტიტუტის, ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივნი; 1961–1963წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი, 1963–1970წწ. დოცენტი, 1970–1983წწ. პროფესორი, 1983–1995წწ. იყო ამავე კთედრის გამგე. ავტორია  265 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 20 მონოგრაფიის   და რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელოსი. მისი ხელმძღვანელობით შეს­რუ­ლებულია 8 სადოქტორო და 15 საკანდიდატო  დისერტაცია. მიღებული აქვს სა­ქართველოს ქირურგთა ასოციაციის ოქროს სამახსოვრო მედალი და ოქროს სკალპელი, დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ცხიმიანი ემბოლიით გამოწვეული გვიანი სიკვდილის მექანიზმი", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ტოკსიკური ჩიყვის კლინიკა და მკურნალობა",  დაიცვა 1967 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.24; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.278

Member of Organizations

  • გრიგოლ მუხაძის სახელობის თბილისის ქირურგთა სამეცნიერო საზოგადოება, თავმჯდომარე
  • თბი­ლისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭო, წევრი
  • მედიკო–ბიოლოგიური აკადემია, აკადემიკოსი (1994-)
  • საკავშირო სამედიცინო აკადემიას­თან არსებული საპრობლემო კომისია, თავმჯდო­მარის მოადგილე
  • სამხედრო–სამედიცინო აკადემია, აკადემიკოსი (1996-)
  • სპეციალიზირებული სადისერტაციო საბჭო, თავმჯდომარე

Awards and Honors

  • 2009 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1995 - ღირსების ორდენი
  • 1986 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • სა­ქართველოს ქირურგთა ასოციაციის ოქროს სამახსოვრო მედალი და ოქროს სკალპელი, დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით

Bibliography


Share: