შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ახმეტელი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1947 წელს. 1951–1957წწ. იყო რესპუბლიკური ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ორდინატორი; 1957–1959წწ. ამავე საავადმყოფოს გულ–მკერდის ქირურგიის განყოფილების გამგე; 1959–1961წწ. ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტის, ქირურგიისა და ჰემატოლოგიის ინსტიტუტის სწავლული მდივნი; 1961–1963წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასისტენტი, 1963–1970წწ. დოცენტი, 1970–1983წწ. პროფესორი, 1983–1995წწ. იყო ამავე კთედრის გამგე. ავტორია 265 სამეცნიერო ნაშრომისა, მათ შორის 20 მონოგრაფიის და რამდენიმე დამხმარე სახელმძღვანელოსი. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია 8 სადოქტორო და 15 საკანდიდატო დისერტაცია. მიღებული აქვს საქართველოს ქირურგთა ასოციაციის ოქროს სამახსოვრო მედალი და ოქროს სკალპელი, დაბადების 80 წლისთავთან დაკავშირებით. ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ცხიმიანი ემბოლიით გამოწვეული გვიანი სიკვდილის მექანიზმი", დაიცვა 1958 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "ტოკსიკური ჩიყვის კლინიკა და მკურნალობა", დაიცვა 1967 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.24; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.278 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |