The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინე კვაჭაძე

ირინე კვაჭაძე
Date of birth:5 February, 1962  (62 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1984 წელს.

1984–1987წწ. იყო თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიოლოგიის კათედრის ასპირანტი; 1987–1992წწ. ასისტენტი; 1992–1997წწ. დოცენტი; 1997 წლიდან პროფესორი. 2004 წლიდან ამავე კათედრის (2006 წლიდან ფიზიოლოგიის დეპარტამენტი) გამგე, 2006 წლიდან არის ფიზიოლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი და დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 1992–2009წწ. თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო განყოფილების ხელმძღვანელი, სამეცნიერო მუშაობის კოორდინაციის სამსახურის უფროსი, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სამსახურის ხელმძღვანელი; 2009 წლიდან არის თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი. მისი ხელმძღვანელობით შესრულებულია ხუთი დისერტაცია, გამოიცა ერთი მონოგრაფია, არის 90–ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.  სამეცნიერო ნაშრომები ძირითადად ეხება გულ–სისხლძარღვთა სისტემის რეაქციის თავისებურებებს ფსიქოემოციურ დატვირთვაზე სხვადასხვა კვებითი მდგომარეობების დროს, ფიზიოლოგიურ ფუნქციათა და მათი სარეგულაციო მექანიზმების ურთიერთანამოქმედებას ადამიანის ორგანიზმში სხვადასხვა მეტაბოლური და ჰორმონული სტატუსის პირობებში და სხვა.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჭაბუკთა გულსისხლძარღვთა სისტემისრეაქციის თავისებურებანი ფსიქოემოციურ დატვირთვაზე სხვადასხვა კვებით მდგომარეობაში", დაიცვა 1988 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფიზიოლოგიურ ფუნქციათა ურთიერთქმედების თავისებურებანი ქალის ორგანიზმში", დაიცვა 1997 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.149

Member of Organizations

  • გასტროენტეროლოგთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი
  • სამედიცინო ჟურნალ "მედეას " რედკოლეგია, წევრი

Bibliography

  • ადამიანის ფიზიოლოგია : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდენტებისათვის (Editor). - თბილისი, თბილ. სახელმწ. სამედ. უნ-ტის გამ-ბა, 2011. - 448გვ.. - ISBN: 978-9941-0-3563-0
  • ადამიანის ფიზიოლოგია : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდ. (Compiler). - თბილისი, ინდ. მეწარმე "ზეკარი", 2006. - 585გვ.

Share: