Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ კვერენჩხილაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ლანჩხუთის რაიონი, სოფელი ჩოჩხათი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან–ჰიგიენური ფაკულტეტი 1971 წელს. 1971 წელს იყო რუსთავის სან–ეპიდსადგურის ექიმი; 1971–1973წწ. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ნ. მახვილაძის სახელობის შრომის ჰიგიენის და პროფდაავადებათა სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1973–1980წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის შრომის ჰიგიენის და პროფ–დაავადებათა კათედრის ასისტენტი; 1980–1984წწ. უფროსი მასწავლებელი; 1984–1995წწ. დოცენტი; 1995 წლიდან ამავე კათედრის პროფესორი. ავტორია 84 სამეცნიერო ნაშრომის. გამოცემული აქვს მონოგრაფია "შრომის ჰიგიენის მეთოდური პრაქტიკუმი". საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კერამიკული წარმოების მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1981 წელს. სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშენი მასალებისა და კონსტრუქციების მრეწველობის მუშათა შრომის ჰიგიენა და ჯანმრთელობის მდგომარეობა", დაიცვა 1993 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.150 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |