The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარინე აბესაძე

Date of birth:20 March, 1948  (76 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების   ადგილი:  ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1973 წელს.

1973–1975წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის უფროსი  ლაბორანტი; 1975–1978წწ. სწავლობდა ასპირანტურაში; 1978–1985წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო   ინსტიტუტის პათოლოგიური ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1988–1992წწ. ამავე კათედრის დოცენტი; 1992 წლიდან   ამავე კათედრის პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 42 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც გაშუქებულია საკითხები სიმსივნური და მისი მომიჯნავე ქსოვილების სისხლძარღვოვანი კალაპოტის, ქალის სასქესო ორგანოების მიკროცირკულაციური კალაპოტის შესახებ ნორმასა და ზოგიერთ ექსტრემალურ პირობებში. არის ექიმი–პათოფიზიოლოგი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "პერიფერიული სისხლძარღვოვანი კალაპოტის რეაქტიულობა სიმსივნემატარებელ ცხოველებში ონტოგენეზის სხვადასხვა პერიოდში", დაიცვა 1984 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ინტრაორგანული სისხლძარღვოვანი კალაპოტის ფუნქციური მორფოლოგია   ასაკობრივი ინვოლუციის პირობებში", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ., 2000.-გვ. 8

Member of Organizations

  • საქართველოს პათოფიზიოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი

Bibliography


Share: