Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე მიქაბერიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ყუმისთავი, ქუთაისის მაზრა. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და ვარშავის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1893 წელს. მასწავლებლობდა თბილისის და ქუთაისის გიმნაზიებში; 1898 წლიდან იყო ქართულ გიმნაზიაში გამგის თანაშემწედ, ხოლო შემდეგ გამგედ; 1918 წელს მიწვეული იყო განათლების უწყების ცენტრალურ სამმართველოში დირექტორის მოადგილედ; XIX საუკუნის 90–იანი წლებიდან აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესაში; მონაწილეობა აქვს მიღებული "საქართველოს განთავისუფლების ლიგის" წესდების შემუშავებაში, რისთვისაც იგი დააპატიმრეს და ქუთაისის ციხეში მოათავსეს; ავტორია საბავშვო მოთხრობებისა: "უდანაშაულო მსხვერპლი"(1895), "სამშობლოსათვის თავდადებული" (1899), "სამშობლოს სიყვარული" (1902); მას ეკუთვნის თარგმანები, ქართველი მწერლებისადმი და საზოგადო მოღვაწეებისადმი მიძღვნილი ნაშრომები – "მოგონებები იაკობ გოგებაშვილზე" (1937), "სილოვან ხუნდაძე", "შიო ჩიტიძე"; შეადგინა "ელინური მითები" (1938–1949) ჰომეროსის პოემების მიხედვით – "ტროადის ომი" და "ოდისეა"; წერდა "პელაგიაშვილისა" და "ყუმისთაველის" ფსევდონიმებით. წყარო: მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.193-195; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.74 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |