Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელისაბედ ორბელიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტფილისი. ქართლ-კახეთის მეფის ერეკლე II-ისა (მამის მხრიდან) და ჭავჭავაძის (დედის მხრიდან) შთამომავალი. განათლება პარიზში მიიღო. ერთხანს ცხოვრობდა იტალიასა და შვეიცარიაში. ლექსებს ფრანგულად წერდა. 1919-1920წწ. რედაქტორობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფრანგულ და ინგლისურენოვან გაზეთებს "თავისუფალ საქართველოს", "საქართველოს რესპუბლიკას" (ორივე ფრანგულ ენაზე) და "საქართველოს მოამბეს" (ინგლისურ ენაზე). ფრანგულად თარგმნა "ვეფხისტყაოსანი", "აბესალომ და ეთერი" და ქართველ კლასიკოსთა პოეზია, კერძოდ: ა. ჭავჭავაძის, გ. ორბელიანის, ნ. ბარათაშვილის, ი. ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და სხვათა შემოქმედება. გამოცემული აქვს თბილისში პირადი ლექსები ფსევდონიმით; შეადგინა ფრანგული სახელმძღვანელო; თარგმნილი აქვს ბევრი სამეცნიერო-საკვლევი ნაშრომები აკადემიისათვის, სხვადასხვა სამეცნიერო შრომები და სხვ. 1918 წელს ქართული უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ მიიწვია უნივერსიტეტში უცხო ენათა ლექტორად, კითხულობდა ფრანგული (1918) და ინგლისური (1921) ენების კურსს. ცნობილია ლიტერატურული ფსევდონიმით "საზანდარი". წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.308; ქართველ მოღვაწეთა ნეკროპოლი. წ. 1/ შეადგ., წინასიტყვაობა, შენიშვნები და საძიებელი დაურთო სოლომონ ხუციშვილმა. -თბ., 1961. -გვ.136; მწერალთა ავტობიოგრაფიები. წ. 1/გიორგი ლეონიძის სახ. ქართ. ლიტ. მუზეუმი. -თბ., 2013. -გვ.196-199 Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |