შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა კიკალიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. მარტვილი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ტოპოგრაფიული ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. კვლევის თემა: ღვიძლის სისხლის მიმოქცევიდან დროებითი გამოთიშვის გავლენა ორგანიზმზე ნორმოთერმიის, ნაღვლის შეგუბების, ჰიპოთერმიისა და პრეპარატ "პლაფერონ ლბ"-ით მკურნალობის პირობებში. ექიმი-პათოლოგოანატომი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი (2002). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მორფოლოგიური ცვლილებები ჰეპატოციტებში ღვიძლის სისხლმომარაგებიდან დროებითი გამოთიშვის პირობებში", დაიცვა 1988 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.152; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.78; საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.339; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნიერსიტეტი: tsmu.edu; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 24-25 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |