Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბესარიონ კილასონია![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1970 წელს. 1971-79წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პათოლოგიური ანატომიის კათედრის უფროსი ლაბორანტი, ხოლო შემდგომ ასისტენტი; 1979-98წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, ხოლო 1996 წლიდან კათედრის პროფესორი; 1998 წლიდან ამავე კათედრის სასამართლო მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1992 წელს არჩეული იყო სამკურნალო ფაკულტეტის დეკანად; 1998 წლიდან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პრორექტორი სასწავლო დარგში; ავტორია 45 სამეცნიერო ნაშრომის; სასამართლო მედიცინის სრული პროფესორი, სასამართლო სამედიცინო ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საშვილოსნოს ტანის ეპითელის კარიულოგიური თავისებურებანი კიბოსწინარე დისჰორმონული ჰიპერლაზიერის და კიბოს დროს", დაიცვა 1978 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "დედათა სიკვდილის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.107; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 36 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |