შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე ალექსიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დააამთვრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1981 წელს. 1985-1986წწ. იყო თბილისის I კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ოფთალმოლოგი; 1988–1990წწ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო აკადემიის ოფთალმოლოგიის კათედრის უფროსი მეცნიერ–თანამშრომელი; 1990 წლიდან ამავე კათედრის ოფთალმოლოგიის კათედრის პროფესორი. 1989 წლიდან ხელმძღვანელობს რესპუბლიკურ ოფთალმოლოგიურ ცენტრს. ავტორია 85 სამეცნიერო ნაშრომისა კატარაქტის, გლაუკომის, თვალის ტრავმატიზმის, ბადურის ჩამოცლის პრობლემებზე. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 3 საკანდიტატო დისერტაცია. თვალის სნეულებათა მკურნალი, ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "ვაზოაქტიურ ნივთიერებათა ზემოქმედება ციალიარული სხეულის ჰემოდინამიკაზე სიმსივნური პროცესის დროს", დაიცვა 1984 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა – "გლაუკომის პათოგენეზის ადრენერგული მექანიზმები", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.15; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.26 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |