The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პალიკო კინტრაია

პალიკო კინტრაია
Date of birth:8 December, 1933
Date of death:28 October, 2019  (at 85 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1958 წელს.

1958–1961წწ. იყო თიანეთის მეან–გინეკოლოგი; 1963–1966წწ. მარნეულის სამშობიარო სახლის მთავარი ექიმი; 1968–1974წწ. თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის მეანობა–გინეკოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1975–1979წწ. პროფესორი; 1979 წლიდან არის ამავე კათედრის გამგე, 1980 წლიდან – პერინატალური მედიცინისა და მეანობა–გინეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 1977–1986წწ. იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი მეან–გინეკოლოგი. ავტორია 190 სამეცნიერო ნაშრომის; გამოქვეყნებული აქვს მონოგრაფიები; მისი ხელმძღვანელობით დაცულია 40 საკანდიდატო და 12 სადოქტორო დისერტაცია. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნაყოფის ელექტროკარდიოგრამის ცვლილებები სამეანო მაშების და ვაკუუმ ექსტრაქციის გამოყენების დროს", დაიცვა 1964 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ნაყოფის კრანიო–ცერებრალური ჰიპოთემია მშობიარობის დროს", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.156

Member of Organizations

  • აშშ მეან–გინეკოლოგთა კოლეჯი, საზღვარგარეთელი წევრი
  • იტალიის სამეანო–გინეკოლოგიური ჟურნალების სარედაქციო საბჭო, წევრი
  • მონოსპეციალისტთა მომზადების და ექიმთა უფლებების დაცვის რესპუბლიკური ასოციაცია, პრეზიდენტი (1997-)
  • პერინატოლოგიასა და მეან–გინეკოლოგიაში სამეცნიერო კვლევების ასოციაცია, პრეზიდენტი
  • ჟურნალ "ქართული სამედიცინო ჟურნალის" რედკოლეგია, წევრი
  • საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საატესტაციო–სასერტიფიკაციო სახელმწიფო კომისია, თავმჯდომარე მეანობა–გინეკოლოგიაში (1998-)
  • უნგრეთის მეან–გინეკოლოგთა სამეცნიერო საზოგადოება, წევრი (1985-)
  • უნგრეთის სამეანო–გინეკოლოგიური ჟურნალების სარედაქციო საბჭო, წევრი
  • ხარისხების მიმნიჭებელი საატესტაციო სამეცნიერო საბჭო, თავმჯდომარე მეანობა–გინეკოლოგიის სპეციალობით

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების ორდენი
  • 1983 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • 1983 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: