The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზვიად კირტავა

ზვიად კირტავა
Other name:სოლომონ თერნალელი  (Pseudonym)
Date of birth:30 November, 1959  (64 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1982 წელს.

1984–1987წწ. ასპირანტურაში სწავლისას სამი წლით მივლინებული იყო მოსკოვის რევმატოლოგიის ინსტიტუტში, სპეციალობით "რევმატოლოგია"; 1988–1996წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ფარმაკოლოგიის კურსის ასისტენტი; 1992-1999წწ. გაიარა მრავალჯერადი სამეცნიერო სტაჟირებები რევმატოლოგიაში, ქ. მალმოს ცენტრალურ საუნივერსიტეტო საავამდყოფოში(შვედეთი); 1996 წლის ივლისიდან ჯანდაცვის სამინისტროს საინფორმაციო სასწავლო ცენტრის დირექტორი; 1996-1999წწ. სტაჟირებები საინფორმაციო ტექნოლოგიებსა  და საბიბლიოთეკო საქმეში - ემორის უნივერსიტეტის და აშშ მედიცინის ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზაზე, სატელიტურ ტექნოლოგიებსა და ტელემედიცინაში - მერილენდის უნივერსიტეტში(NASA-ს დაფინანსებით); 2006 და 2008 წლებში - ტრენინგი ჯანდაცვის მენეჯმენტში - ემორის უნივერსიტეტის, ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტის და სკრენტონის უნივერსიტეტის(ყველა - აშშ) პროგრამებით; 2013 წლიდან  ჩაფიძის გულის ცენტრის ელექტრონული ჯანმრთელობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 2015-2016 წწ. საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწე. ავტორია 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა(ძირითადად ინგლისურ ენაზე), რომლებიც შეეხება შოგრენის დაავადებას, ქრონიკული დაღლილობის სინდრომს, კლინიკური ფარმაკოლოგიის, ელექტრონული ჯანმრთელობის, ტელემედიცინის, დისტანციური სწავლების, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, რევმატოლოგიის, შინაგანი მედიცინის, მობილური და ქსელური ტექნოლოგიების საკითხებს; რევმატოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, თერაპიის პროფესორი, ელექტრონული ჯანმრთელობის ექსპერტი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰუმორული იმუნიტეტის დარღვევათა კლინიკური მნიშვნელობა შოგრენის დაავადებისა და შოგრენის სინდრომის დროს", დაიცვა 1987 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.156;  წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 344

Member of Organizations

  • "ბრიტიშ მედიქალ ჯორნელი"-ს (BMJ, www.bmj.com) სარედაქციო საბჭო, წევრი (2000-2004)
  • არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორები ჯანმრთელობისათვის" , გამგეობის თავმჯდომარე (2002-)
  • ევროპის საბჭოს ჯანმრთელობის ევროპული კომიტეტი (CDSP), საქართველოს წარმომადგენელი (2002-2011)
  • კლინიკურ ფარმაკოლოგთა ასოციაცია, წევრი
  • რევმატოლოგთა კავშირი, წევრი
  • სამედიცინო ინფორმატიკის ასოციაცია, წევრი
  • საქართველოს თერაპევტთა ასოციაცია, წევრი

Awards and Honors

  • 2000 - ღირსების ორდენი,
    მულტიმედიური სამედიცინო რესურსების, სამედიცინო ინფორმატიკის განვითარებისა და აქტიური საერთაშორისო მოღვაწეობისათვის

Bibliography

  • სოლომონის ფიქრები, 2008-2013 : პოლიტ.-პუბლ. ბლოგის სტატიები (Author). - თბილისი, სტ. "ფავორიტი-პრინტი", 2013. - 256გვ.. - ISBN: 978-9941-0-6028-1
  • დიაგნოსტიკური ძიება შინაგან სნეულებათა კლინიკაში : სიმპტომიდან დიაგნოზამდე-სინდრომული ძიება, გამოკვლევის პროგრამები, შინაგანი სნეულებების პათოგნომური სიმპტომოკომპლექსები : სახელმძღვ. უმაღლ. სამედ. სასწ. სტუდენტებისათვის, რეზიდენტებისა და ექიმებისათვის (Co-Author). - თბილისი, შპს "ირგა", 2010. - 819 გვ.. - ISBN: 978-9941-0-1641-7

Share: