The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თეიმურაზ კობიძე

თეიმურაზ კობიძე
Date of birth:7 November, 1946  (78 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სან. ჰიგიენური ფაკულტეტი 1969 წელს.

1969–1972წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერიმენტული მორფოლოგიის ინსტიტუტში; 1972–1978წწ. ორდინატურის კურსი გაიარა მოსკოვის ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა ქირურგიის ინსტიტუტის ხელოვნური სისხლის მიმოქცევის განყოფილებაში; 1978–1979წწ. იყო თბილისის მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–რეანიმატოლოგი; 1980–1983წწ. ხელოვნური თირკმლის კაბინეტის გამგე; 1983–1991წწ. ექსტრაკორპოლარული დეტოქსიკაციის კაბინეტის გამგე; 1991–1992წწ. ტოქსიკოლოგიის ცენტრის ტოქსიკორეანიმაციის განყოფილების გამგე; 1993 წლიდან ხელმძღვანელობს ტოქსიკოლოგიის ეროვნულ ცენტრს; 1992 წლიდან – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკური ტოქსიკოლოგიის კურსს. ავტორია 108 სამეცნიერო ნაშრომის, 1 მონოგრაფიის და 3 დამხმარე სახელმძღვანელოსი. არის კლინიკური ტოქსიკოლოგიის პრაქტიკაში ექსტრაკორპორალური და სორბციული დეტოქსიკაციის განვითარებისა და ეფერენტული მედიცინის განვითარების ერთ–ერთი ფუძემდებელი საქართველოში.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მიოკარდის ზოგიერთი მორფო–ფუნქციური ცვლილებები გულის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნების სხვადასხვა მეთოდების დროს", დაიცვა 1980 წელს.

Member of Organizations

  • ევროპის ტოქსიკოლოგიის ცენტრებისა და კლინიკურ ტოქსიკოლოგთა ასოციაცია, ნამდვილი წევრი

Bibliography


Share: